მოზაიკა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება
23 ნოემბერს, გიორგობას კინოთეატრ ამირანში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეო ჯორბენაძე.
ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს. სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი).
როგორც მედიანიუსს ბანკიდან აცნობეს, ფილმი „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის - ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო.
როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასდროს მოგისმენიათ.
მაყურებელი ასევე აღმოაჩენს, რომ გია ყანჩელი მისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს.
ფილმში მონაწილეობენ: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


