რეგიონები
ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია - თამარ კაიკაციშვილი
ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდზე“ საუბრისას.
„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია არის, რომ ტურისტები უნდა იყვნენ უსაფრთხოდ. ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისიერმა ბიზნეს ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო და კონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, სასტუმროებში უსაფრთხოების ნომრების უზრუნვეყოფა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციაა.
თამარ კაიკაციშვილის ინფორმაციით, 100-მდე სასტუმროა შემოწმებული, დაახლოებით 40-მდე დაჯარიმებულია.
,,მათ კონკრეტული ვადა აქვთ მიცემული შესაბამისი საკითხების გამოსასწორებლად. ჩვენი პოზიციაა რომ, რა თქმა უნდა, ტურიზმი უნდა განვითარდეს, უნდა აშენდეს კიდევ უფრო ბევრი სასტუმრო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ტურისტების და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული სასტუმროს კომპეტენციაა, რომ ტურისტები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანოს.
„სასტუმრომ უნდა გადაიყვანოს ტურისტები უსაფრთხო გარემოში. მე როგორც ვიცი, მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა მიცემული. ერთი თვის წინ მოხდა მათი ინფორმირება, რომ საკითხები არ იყო გამოსწორებული. 43 რეკომენდაცია გაიცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ამ 43-დან ჯერ კიდევ გამოსასწორებელია ყველა მათგანი“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდი”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


