რეგიონები
ვანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საქმიანობენ
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „„ჭყვიშის“ საქმიანობა მოიცავს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“ გაშენებული აქვთ ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. 2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით დააფინანსა 260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორცილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


