უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

13 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე გამოიცა

ივრითზე გამოიცა გენიალური ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. მასზე მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოცემის წინასიტყვაობაში მოკლედ მოთხრობილია ნაწარმოების შინაარსი და ხაზგასმულია, რომ ნაწარმოები ქართული პოეზიის შედევრია, ხოლო მისი ავტორი - ვაჟა -ფშაველა - დიდი ქართველი პოეტი. მისი ესთეტიკა ემყარება საქართველოს მთის ფოლკლორს, ხოლო ენა არის ლაკონური, მკაცრი და მრავლისმთქმელი.

წინასიტყვაობაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ „ალუდა ქეთელაურს“ ივრითზე მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც მცირერიცხოვანი ერის, მდიდარი კულტურისა და ენის შვილებისთვის, ივრითზე მკითხველებს წარედგინათ ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ძალადობრივ რეალობაში ადამიანურობის შენარჩუნებას, ომისშემდგომი ტრავმების დაძლევას. მასში მოთხრობილია, აგრეთვე, ინდივიდის დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ბრძოლას კონსერვატიულ, სოციალურ, რელიგიურ და ტომობრივ გარემოში.

პოემა ივრითზე თარგმნა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ, ხოლო მის ადაპტაციაზე ისრაელელი მწერლები და კულტურის მოღვაწეები მუშაობდნენ. წიგნი ითაი ბახურის გამომცემლობამ დაბეჭდა.

გამოცემა შეფასებულია, როგორც ორი კულტურის გაცნობის ახალი ეტაპი.

„ალუდა ქეთელაურის“ ივრითზე გამოცემას მიესალმა „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველო-ისრაელის მაღალი დონის კულტურული ურთიერთობების აქტიური მხარდამჭერია. მისივე ინიციატივით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, აგრეთვე, განათლების სფეროშიც. ლაპარაკია ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის განხორციელებაზე, სარა ბენ შემეშის ფონდთან ერთად ქართულ უნივერსიტეტებში ჰოლოკოსტის კურსის სწავლებასა და ისრაელის კაბინეტის მოწყობაზე. „ისრაელის სახლი“ სარას ფონდთან ერთად ახორციელებს კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ებრაულ თემატიკაზე გამოცხადებული კონკურსში გამარჯვებული ქართველი სტუდენტებისთვის ისრაელში შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურის მოწყობას.

ისრაელ-საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარა ბენ შემეშის ფონდი, რომლის პირველი და მასშტაბური პროექტი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული ბიბლიოთეკის დაარსება. ფონდმა შეიძინა და ბიბლიოთეკას გადასცა ათასზე მეტი ივრითზე, ინგლისურ და რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი.


„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ქვეყნებს შორის არსებობდეს კულტურული, საგანმანათლებლო კავშირები. განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა დაეთმოს ახალგაზრდობას, რომელიც ქვეყნებს აზიარებს ერთმანეთის მაღალ კულტურას. „თუ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის ნამდვილი ისრაელის გაცნობას და პირიქით, მჯერა, ჩვენი ხალხების მომავალი თაობა ერთმანეთთან უფრო გასაგებ ენაზე ილაპარაკებს და, შესაბამისად, უფრო წარმატებულიც იქნება სახელმწიფოებრივი ურთიერთობები“, - აღნიშნავს იციკ მოშე.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი