რეგიონები
უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს.
უსკოს ინფორმაციით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;“(1 მანდატი); ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (5 მანდატი); „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“(1 მანდატი); „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(8 მანდატი).
რაც შეეხება მეორე ტურს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37%-მა, ანუ 114 202-მა ამომრჩეველმა. მეორე ტური ჩატარდა აჭარაში არსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, ექვსივე შემთხვევაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
უსკოს ინფორმაციით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით საბჭოს 21 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
პროპორციული სისტემით:
1. ცინცქილაძე გიორგი - „დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველო;“
2. ვარშალომიძე ლევან - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
3. ზამბახიძე პეტრე - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
4. აბულაძე გია - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
5. დიასამიძე გიორგი - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
6. ბაგრატიონი ელგუჯა - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
7. თარხან-მოურავი დავით - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“
8. გაბაიძე დავითი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
9. ჭეიშვილი ირაკლი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
10. ანანიძე ცოტნე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
11. თედორაძე დავითი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
12. მგალობლიშვილი ვლადიმერი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
13. ბაციკაძე დავით - „საქართველოს კონსერვატიული პარტია;“
14. ჩხეტია ნინო - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
15. მანველიძე გიორგი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
მაჟორიტარული სისტემით:
16. წულაძე ვახტანგ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი);
17. ვერძაძე ილია -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი);
18. სურმანიძე ნუგზარ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი);
19. რომანაძე გიორგი -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი);
20. კარანაძე მერაბ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი);
21. შარაშიძე ხვიჩა -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი);
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


