მოზაიკა
უმეტეს რაიონში ხვალ ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი, მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობი +8, +13; მთაში +4, +9; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლი. შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +6, +11; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
თბილისში ხვალ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში ხვალ +12 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


