მოზაიკა
უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 2 დეკემბრისთვის დღის პირველ ნახევარში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, 3 დეკემბერს კი - გამოდარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 2 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთს ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილის საათებშიც ასევე ნალექია ნავარაუდევი, ზოგიერთ მთიან რაიონში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +12 გრადუსი იქნება.
ხვალ, 3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთს ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +7, +12; მაღალ მთაში -1, +4 (ზოგან +11-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


