მოზაიკა
უმეტეს რაიონში დღეს ყინვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის თოვას და ძლიერი ქარს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი. მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში -2, +3; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -8, -3 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან ნავარაუდევია თოვა, მაღალ მთაში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -6, -1; მაღალ მთაში -10, -5 გრადუსი.
თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმატესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +3 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


