მოზაიკა
უმეტეს რაიონში 21 და 22 მაისს წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს რაიონში 21 და 22 მაისისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 21 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23 მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ზეგ, 22 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22 გრადუსი, ზოგან შესაძლებელია +27 გრადუსამდეც; მთაში +18, 23; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი, ზოგან შესაძლებელია ტემპერატურის -10 გრადუსამდე დაცემაც.
თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


