ეკონომიკა
უფილტრო სიგარეტის არარსებობის პირობებში, საქართველოში მკვეთრად მოიმატებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის არსებობა - ზვიად მუკბანიანი
,,თბილისის თამბაქოს“ გენერალური დირექტორი, ზვიად მუკბანიანი იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, თითქოსდა უფილტრო სიგარეტის ადგილობრივი კომპანიები კანონის გვერდით ავლით აწარმოებენ ბიზნესს და სახელმწიფო ბიუჯეტს 50 მილიონის ზარალს აყენებენ.
როგორც მუკბანიანმა განაცხადა, უსაფუძვლო ინფორმაციები ვრცელდება იმის თაობაზე, რომ უფილტრო სიგარეტის მწარმოებლები კორუფციულ გარიგებებში არიან შესულნი.
,,ისტორიულად, უფილტრო სიგარეტი საქართველოში იკავებდა ბაზრის დაახლოებით 15%-ს. ამ ტიპის სიგარეტების მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ეკონომიური მიზეზების გამო არ შეუძლიათ შეწვდნენ უფრო მაღალი სეგმენტის სიგარეტებს. ძირითადად ორი მსხვილი ქართული კომპანია ვართ, რომლებიც ქვეყანაში თამბაქოს პროდუქციას ვაწარმოებთ, ჩვენ ვასაქმებთ საქართველოს ასეულობით მოქალაქეს, ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში და რაც მთავარია, ვცდილობთ ჩვენს ქვეყანას შვუნარჩუნოთ ტექნოლოგიური კადრები, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან მწირედაა შემორჩენილი. არავინ არ ცდილობს უკანონოდ გამდიდრებას ან რაიმე მსგავის ქმედების ჩატარებას. ეს არის ჩვეულებრივი მიწოდება-მიღების პროცესი -როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა შედარებით უფრო იაფფასიანი უფილტრო თამბაქოს ნაწარმზე და ჩვენ ვახერხებთ ამ ნაწარმის მიწოდებას მომხმარებლისთვის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხებს ვიხდით”, – განაცხადა ზვიად მუკბანიანმა.
მან იმ საფრთხეებზეც გამაახვილა ყურადღება, რომელიც უფილტრო სიგარეტის ადგილობრივი ბაზრიდან გაქრობას შეიძლება მოყვეს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ მკაცრად ებრძვის ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის არსებობას, ვფიქრობ, რომ უფილტრო სიგარეტის, ანუ უფრო იაფიანი ალტერნატივის არარსებობის პირობებში, საქართველოში მკვეთრად მოიმატებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის არსებობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასწორია ის გათვლები, რომ ბიუჯეტს თითქოს რაიმე აკლდება. არაფერი არ აკლდება, ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ საშუალება იყიდონ უფრო ძვირადღირებული თამბაქოს ნაწარმი და აგრეთვე ეს არის გარკვეულწილად შემაფერხებელი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანა არ წალეკოს კონტრაბანდამ.
ონტრაბანდა ძალიან რთული თემაა ყველა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სადაც რთულია კონტრაბანდასთან ბრძოლა ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ, რომ, სადაც არსებობს მაღალი გადასახადები და მაღალი მოთხოვნა თამბაქოს ნაწარმზე, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ იპოვონ იაფი ალტერნატივები კონტრაბანდის სახით, რაც ჩვენი აზრით დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზვიად მუკბანიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


