რეგიონები
წვიმის შედეგად ადიდებული მდინარემ ზემო რაჭაში პრობლემები შექმნა
ზემო რაჭაში სტიქია ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქ ონში ნაპირსამაგრები დააზიანა.
საფრთხე შეექმნა როგორც ქალაქს, ასევე ზემო რაჭის რამდენიმე სოფელს.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მდინარემ დააზიანა საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც სოფელი ღები მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა. ამჟამად სოფელში მისასვლელი გზა აღდგენილია.
ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ “ნაპერწკალას” მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის გავრცელებული ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი.
მდინარე რიონმა ასევე დააზიანა სოფელ გომთან მისასვლელი ხიდის ბურჯი. ადგილზე არსებულ მდგომარეობას სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობს და ამჟამად სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


