მოზაიკა
წვიმა, ქარი და ტემპერატურის მკვეთრი კლება - ხვალ ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები საქართველოში 7 სექტემბრისთვის ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძლიერი წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +19, +24, მთაში +18, +23; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, ზოგან კი, ქარის სიჩქარე 28 მეტრ/წამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +22, +27, კახეთის რეგიონში +33-მდე; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
თბილისში ღამით და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, გარეუბნებში კი, ქარის სიჩქარე 28 მეტრ/წამს მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +26 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


