რეგიონები
წითელ ხიდსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
20 - 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და „ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 352.26 გრამი) საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19,633.62 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 198.02 გრამი) გამოვლინდა 22 - 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11,727.72 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,727.72 ლარის ოდენობით.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


