რეგიონები
წილკანში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების შესახებ სემინარი გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სემინარის მონაწილე ახალგაზრდებმა სერტიფიცირების ლაბორატორია დაათვალიერეს, სერტიფიცირებისა და სტანდარტების მნიშვნელობას გაეცნენ და მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


