რეგიონები
წეროვანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთაგან ერთი პირი გარდაიცვალა.
მცხეთის ახალი სამედიცინო ცენტრის მედიკოსების განცხადებით, ექიმებმა 29 წლის მამაკაცის გულის ამუშავება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
ექიმების ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა. მას ოპერაცია უტარდება.
თბილისი-ქსნის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკრო ავტობუსს სატვირთო ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ნაწილის თქმით, ტრაილერის მძღოლს სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა. მეორე ვერსიის მიხედვით, კი ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


