რეგიონები
წალენჯიხაში იარაღის გავარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში იარაღის გავარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი, მაია ესებუა ამბობს, სოფელ მუჟავადან გადმოყვანილ ყბის არეში, ნიკაპთან ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და მას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნებოდა.
„როდესაც შემოასვენეს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა ყბის არეში, ნიკაპთან“, - აღნიშნა მაია ესებუამ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი იყო.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა).
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


