უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივნისი, 2020 14:30
font-size

“თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ - ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრს სამი კითხვით მიმართავს (ვიდეო)

„თქვენ უნდა გერქვათ აუხდენელი ოცნება, ქართულ -ჯიგრული ოცნება, თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არა ხართ“ - კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართავს. facebook-ში ატვირთული ვიდეოდან ირკვევა, რომ ბიზნესმენი მინისტრისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხს ითხოვს.

"კითხვა პირველი: ორი დღის წინ თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ჭეშმარიტებას და საფუძველს მოკლებული ქმედებებით გადაწყვიტა „ფრესკოსთვის" ფულის ახევა. კითხვა მაქვს თქვენთან. ვინ ბრძანდებით? თუ „ფრესკო“ დამნაშავეა ამ სამი წლის განმავლობაში, რატომ არ დააჯარიმეთ? თუ იცით, რომ „ფრესკო“ მართალია, მაშინ რეკეტს ატარებთ? სამი წელიწადია ჰაერში გყავთ ჩამოკიდებული ამხელა კომპანია, რომელმაც პანდემიის დროსაც საქართველოს ბიუჯეტში მილიონზე მეტი შეიტანა. რატომ არ შეეშვებით „ფრესკოს“?

კითხვა მეორე: გაასაჯაროვეთ ინფორმაცია, თუ რა მიზნით, რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ჯიბიდან „კარფურს“ სოციალურ პროდუქტებზე ფასების დასტაბილურებისთვის? როგორც ყოველთვის რიცხვი დახურულია და კაცმა არ იცის, რამდენი გადაურიცხეთ. ამიხსენით, როგორ აკეთებდა ფასების სტაბილიზაციას „კარფური“, თუ ამ პერიოდში კომპანია „ფრესკოზე“ მეტ ფასად ყიდდა ამ პროდუქციას? ნაწილი ამ პროდუქციის საერთოდ არ ედო თავის მარკეტებში. ეს იმ დროს, როცა ჩვენ ყოველგვარი მარჟის და მოგების გარეშე ვყიდდით პროდუქტს. როგორ ასტაბილურებდა ფასებს, თუ უფრო ძვირად ყიდდა ამ პროდუქციას?

კითხვა მესამე - ბატონო ივანე, როგორ ახერხებთ, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდით ღამით. გამოგვიცხადებდით და დილას ეს თქვენი კანონები შედიოდა მოქმედებაში. ღამით გვიცხადებდით კანონებს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, რამდენიმე საათი გვქონდა, რომ დაგველაგებინა სიტუაცია. უნდა გაგვეკეთებინა ის, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში რამდენიმე დღე სჭირდება, რომ ქსელი არ დაკეტილიყო და მარკეტებს ეფუნქციონირათ. ერთი დღეც არ დავკეტილვართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, დავიწყეთ ახალი ობიექტის მშენებლობა წერეთლის გამზირზე. მაქვს თუ არა მე გარანტია, მიუხედავად გადაწყვეტილებისა და ნებართვისა, რომელიც თქვენ გამოგგლიჯეთ კბილებით, მაქვს გარანტია, რომ ექსპლუატაციაში მივიღებთ ამ მშენებლობას? მაქვს კი იმის გარანტია, რომ კიდევ პრობლემებს არ შემიქმნით იმისთვის, რომ გააჩეროთ „ფრესკო“, ბიზნესი, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეთ?

იტყვით მშენებლობებთან რა შუაში ვარო, მაგრამ გიპასუხებთ: გუშინ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ, მაგრამ ტყუილად დაირქვით „ქართული ოცნება“, თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ და ა.შ. თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არ ხართ. ველი პასუხს ბატონო ივანე, როდის შეგვეშვებით მე და ჩემს კომპანიას? თქვენ ხომ იცით, რომ ჩემგან ვერაფერს წაიღებთ?", - ნათქვამია მიმართვაში.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

27 თებერვალი, 2026 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

13 თებერვალი, 2026 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდ

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი