რეგიონები
თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს, - აცნობეს მედიანიუსს დეპარტამენტიდან.
სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად და 4 მოხუცი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


