რეგიონები
ტყიბულში ჩასული სპეციალისტები ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
მისი თქმით, ის მონაკვეთი, სადაც 4 მუშა დაიღუპა, ცოტა ხნის წინ გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი თვის წინ მისი ინსპექტირება ვერ მოხდებოდა.
„ეს უბანი პირველი უბნის მესამე ველის დასავლეთის ფრთა სულ რამდენიმე დღეა, გაიხსნა, იქ სამუშაოები ახალი დაწყებულია, შესაბამისად, სამი თვის წინ ჩვენ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში ეს მიმართულება ვერ მოხდებოდა“, -თქვა კაკაურიძემ.
მისი ინფორმაციით, სპეციალისტები ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ.
„ვსწავლობთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მომდევნო ეტაპი კი შემთხვევის ადგილის ინსპექტირება იქნება. წინასწარ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ. ინსპექტირების ოქმი მოკვლევის პროცესის შემდეგ დაიდება“, -თქვა კაკაურიძემ.
ტყიბულში ყველა შახტი ამ დროისთვის დალუქულია. დღეს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
გამოძიების ვარაუდით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მოხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


