მოზაიკა
„ტიტანიკი“ ხანძრის შედეგად ჩაიძირა - მკვლევარების ახალი ვერსია
„ტიტანიკის“ ჩაძირვის მიზეზი არამხოლოდ აისბერგთან შეჯახება შეიძლება ყოფილიყო, არამედ ბორტზე ხანძრის გაჩენაც.
აღნიშნული ვერსია, ბრიტანელ ჟურნალისტს შენან მოლონის ეკუთვნის, -წერს The Independent.
გაზეთში აღნიშნულია, რომ მოლონი უკვე 30 წელია, რაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის მიზეზს იკვლევს. კერძოდ, მან შეისწავლა ფოტოები, რომელიც იქამდე იყო გადაღებული, ვიდრე გემი ოკეანეში გავიდოდა.
ჟურნალისტმა გემის კორპუსის მარჯვენა მხარეს ოთხი კვალი აღმოაჩინა, რომლებზეც მოგვიანებით, ექსპერტებიც საუბრობდნენ, რომ ისინი შესაძლოა, ხანძრის გაჩენას უკავშირდებოდეს.
შენონის ვერსიით, ხანძრის დროს ხომალდის ზუსტად ის ნაწილი დაზიანდა, სადაც საწვავი ინახებოდა, რა ადგილზეც შემდეგში აისბერგის შეჯახება მოხდა. ჟურნალისტი თვლის, რომ ხანძარმა მდგრადობა დაუკარგა გემის კორპუსს და აისბერგმა ის ადვილად დააზიანა.
შეგახსენებთ, რომ „ტიტანიკი“ 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა. ის ატლანტის ოკეანეში აისბერგს შეეჯახა. კატასტროფას 1 500-მდე ადამიანი შეეწირა.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედია იმიტომ მოხდა, რომ ხომალდი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გუნდმა კი მისი დროული შეჩერება ვერ შეძლო და აისბერგთან შეჯახება გარდაუვალი გახდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


