მოზაიკა
თიბისი გალერეაში ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
13 დეკემბერს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში გაიმართება ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ანარეკლი“.
ეს არის თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში. ამ ფოტოსერიაზე ბექა ჯავახიშვილი მთელი 8 თვის მანძილზე მუშაობდა, წვიმის კადრებში ანარეკლები და პარალელური სამყარო დაინახა. ასე განისაზღვრა გამოფენისთვის ფოტოგრაფის ხედვა და კონცეფცია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის ეს სერია „მოგზაურობაა სხვა სივრცეში“. პერსონალურ ექსპოზიციაზე ფოტოებთან ერთად წამოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც.
ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


