უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 ნოემბერი, 2021 11:53
font-size

თიბისი ფეი - სივრცე თქვენი კომუნალური გადახდებისთვის

კომუნალურების ხსენებაზე ყველას ჩვენი ოჯახის ყოველთვიური გადასახადები გვახსენდება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სერვისს მოიცავს. ყოველი თვის ბოლოს ვფარავთ ელ.ენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების, ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის სააბონენტო დავალიანებებს. ეს ჩვენი ფინანსური ვალდებულებაა, მათ გადასახდელად კი სასურველია თუ მარტივი და ჩვენთვის მოსახერხებელი მეთოდი გვექნება შემუშავებული. ერთდროულად რამდენიმე გადახდის შესრულება, თანაც ყოველთვიურად, ნამდვილად მოითხოვს, რომ ამ საქმეს ორგანიზებულად მივუდგეთ. თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ ყოველთვიური გადახდების მარტივად და კომფორტულად შესასრულებლად.

რისი გადახდა გსურთ?

თიბისი ფეიზე 1000-ზე მეტ სერვისს გადაიხდით. აქ წარმოდგენილია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები, საბანკო და საფინანსო სექტორი, სატრანსპორტო, ტაქსოპარკების და გადამზიდი ორგანიზაციები, სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, კომუნალური და სატელეკომუნიკაციო სერვისების ოპერატორები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ა.შ.

გადახდების შესრულება სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურადაა შესაძლებელი. მომენტალური გადახდების სისტემა ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის სახით. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი და შეასრულეთ გადახდები თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი ადგილიდან. ონლაინ პლატფორმით სარგებლობისთვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ.

გადახდების შესრულება რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა რეგისტირებული მომხმარებლები დამატებითი ფუნქციებით შეძლებენ სარგებლობას. ამიტომაც გირჩევთ სისტემაში შეხვიდეთ რათა სრულად ისარგებლოთ მრავალფეროვანი ფუნქციონალით.

თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილი სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. ცალკე კატეგორია ეთმობა კომუნალურ სერვისებს, მის გვერდით კი სატელეკომუნიკაციო სერვისების კატეგორიას შეხვდებით. სასურველი სერვისის მოძებნას კატეგორიის ჩამოშლით შეძლებთ, ანდაც ჩაწერეთ პირდაპირ ძებნის გრაფაში სერვისის სახელი. სისტემაში ნავიგაცია მარტივია, სერვისის მოძიებიდან გადახდამდე მხოლოდ 1 წუთია საჭირო.

თუ რამდენიმე სერვისის ერთდროულად გადახდა გსურთ, გირჩევთ კალათის ფუნქციით ისარგებლოთ. დაამატეთ კალათაში ყველა სასურველი სერვისი და გადაიხადეთ მათი საფასური ერთიანად, ერთი კლიკით. ასე დაზოგავთ დროს და მარტივად დაფარავთ ყველა დავალიანებას.

კომუნალურების გადახდისას განსაკუთრებული მნიშვნელობა სისწრაფეს და სიზუსტეს ენიჭება. აუცილებელია, რომ ჩვენი გადახდილი თანხა მყისიერად აისახოს. თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე კი ამის გარანტიას მიიღებთ. აქ ტრანზაქციები მომენტალურად სრულდება კვირის ნებისმიერ დღეს, დასვენების დღეების და შაბათ-კვირების ჩათვლით. კომუნალურების გადახდისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე დაუყოვნებლივ აისახება.

სისწრაფის და სიმარტივის გარდა, ონლაინ გადახდებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოება. თიბისი ფეის ციფრული სივრცე სპეციალურად ინტერნეტ ტრანზაქციებისთვისაა შექმნილი. შეგიძლიათ თქვენს ბალანსს მიაბათ საბანკო ბარათი, აქ თქვენი საბანკო და პერსონალური ინფორმაცია სანდოდ და უსაფრთხოდ იქნება დაცული.

გადახდების შესრულება როგორც საბანკო ბარათით, ასევე ელექტრონული საფულით შეგეძლებათ. ელექტრონული საფულე ყველა რეგისტრირებულ მომხმარბელს ავტომატურად ექმნება. ეს თქვენი პირადი, ციფრული საფულეა, რომლიდანაც თანხის განკარგვა მარტივი და მოსახერხებელია. ელექტრონული საფულით გადახდისას ზოგავთ ბარათის საკომისიოს და ამავე დროს ზოგავთ დროს - იხდით ერთი კლიკით და არ შეგყავთ სრული საბარათე მონაცემები. ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც საბანკო ბარათიდან თანხის გადმოტანით, ასევე თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან.

ელექტრონული საფულის გარდა, რეგისტრირებულ მომხმარებლებს სხვა ფუქციებითაც შეგეძლებათ სარგებლობა, რომელიც სწორედ კომუნალური სერვისების გადახდისას გამოგადგებათ. შედით სისტემაში, იმისათვის რომ:

შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების გადახდის შაბლონები, რათა თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახლა შეყვანა;

-სისტემაში დაამახსოვროთ სააბონენტო ნომრები და აღარ მოგიწიოთ მათ მოსაძებნად დროის დახარჯვა;

-ჩართოთ შეტყობინების მიღების ფუნქცია და მიიღოთ SMS შეტყობინება, როდესაც თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანება აისახება;

-მიიღოთ ყოველი გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული ქვითარი, რომელსაც საჭიროებისამებრ ამობეჭდავთ;

-ნებისმიერ დროს შეამოწმოთ გადახდების ისტორია, შეადაროთ და აკონტროლოთ დანახარჯები.

გაიმარტივეთ საქმე კომუნალურების გადახდისას და სცადეთ თქვენი ყოველთვიური რუტინული საქმიანობის ორგანიზება თიბისი ფეისთან ერთად. აქ თქვენ თავად ირჩევთ რა, როდის და როგორ გადაიხადოთ. თიბისი ფეიზე ფინანსების განკარგვა სწრაფი, მარტივი, კომფორტული და უსაფრთხოა.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი