რეგიონები
თეთრიწყაროს 32-ე ოლქში დაფიქსირდა დარღვევები, რამაც გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე _ არასამთავრობოები
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თეთრიწყაროს 32-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამის შესახებ ,,სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრისა“ და ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლებმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხება.
,,საუბნო-საარჩევნო კომისიები გადაქცეული იყო ქართული ოცნების შტაბებად, მათი მხრიდან მიმდინარეობდა აგიტაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. დაფიქსირებულია იძულებითი ხმის მიცემის უამრავი ფაქტი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების უშუალო მონაწილეობით, საუბნო კომისიის წევრების ხელშეწყობით და დახმარებით. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დალუქულ ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა იყო იმაზე მეტი, ვიდრე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც მიუთითებს არჩევნების აშკარა გაყალბებაზე. ასევე ხდებოდა ,,ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორების მხრიდან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში“,
- განაცხადა ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წარმოადგენელმა მანანა ანდღულაძემ.
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმოამდგენლის ზვიად კუპრავას განცხადებით, ბიულეტენების გაბათილების საკითხი სუბიექტურად წყდებოდა და არა კანონის შესაბამისად.
,,ბიულეტენი, რომელზეც ყველა საარჩევნო სუბიექტი იყო შემოხაზული, არ გაბათილდა და ხმა 41 ნომრის სასარგებლოდ დაფიქსირდა მაშინ, როცა ბიულეტენი, სადაც გადახაზული იყო ყველა სუბიექტი და შემოხაზული იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი, კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.
არასამთავრობოებმა დოკუმენტებთან ერთად ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც მათი თქმით, ხმის მიცემის პროცედურების უხეში დარღვევებია ასახული.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


