მოზაიკა
ტემპერატურის კლება, ძლიერი ქარი და ნალექი - ხვალიდან ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები საქართველოში 31 ოქტომბრისთვის ტემპერატურის კლებას, ნალექს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლ-ჭყაპი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი-წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში იქნება +14 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


