რეგიონები
თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ისრაელელი ვიზიტორები აჭარით დაინტერესდნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს რეკლამირება თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2017“ გაუწია. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. მათი უმრავლესობა საქართველოს სტენდთან ყურადღებას ეკოტურისტულ, გასტრონომიულ და სამთო ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებდა, - აცნობეს მედიანიუსს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან.
აჭარის მიმართ დიდია ინტერესი ავიაკომპანიების მხრიდანაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოფენის ფარგლებში შეხვდა კიდეც რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისრაელიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ფრენების დაწყებით. თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2012 წლიდან ანხორციელებს. მიმდინარე წელს, ისრაელი ისევ რჩება რეგიონისთვის მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. 2016 წელს, აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, რეგიონს ისრაელიდან 41 355 ტურისტი ესტუმრა, რაც 252%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. გასული წელი, გამორჩეული იყო ისრაელიდან აჭარის მიმართულებით ფრენების ზრდის მხრივაც. 2016 წელს, თელავი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს 3 ავიაკომპანია ასრულებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს რეგიონის რეკლამირებას ისრაელში გაზაფხულიდან დაიწყებს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


