უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

25 ოქტომბერი, 2016 13:45
font-size

თელავის ჭადრის გადასარჩენად საქართველოში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ

თელავის ისტორიული ჭადარი გადარჩება - ქალაქის ცენტრში არსებული უძველესი ხე, რომლის ასაკიც 900 წელს აჭარბებს, საფრთხის წინაშეა და მისი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად პროფესიონალური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ხელმძღვანელობა ისტორიული ძეგლის გადასარჩენად მუშაობს, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ადგილობრივი სპეციალისტებისა და არსებული მეთოდოლოგიით ვერ განხორციელდა.

პრობლემის მოგვარების მიზნით, გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ მიმართა, რომლის ხელმძღვანელი დავით სამხარაძე ერთადერთი სპეციალისტია საქართველოში, რომელიც ხის მოვლის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს სწორედ გერმანიაში მოღვაწეობისას დაეუფლა. სწორედ დავით სამხარაძის მოწვევით საქართველოში გერმანელი სპეციალისტები დეტლეფ კოხი და ბენიამინ ალლგაია ჩამოვიდნენ და თელავის ჭადრის გადარჩენისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას შეუდგნენ.

„ამ ტექნიკითა და მეთოდოლოგიით საქართველოში ხე-მცენარის სხვლა-ფორმირება პირველად ტარდება. მიმდინარეობს უსაფრთხოებითი ჭრები, სხვლა-ფორმირება სიმძიმის ბალანსის ართმევის მიზნით, რათა არ მოხდეს ხის დარჩენილი ცოცხალი შტამპების გადატეხვა. გადატეხვის შემთხვევაში გაჩნდება ახალი ინფექციის წყარო, რაც მიგვიყვანს ხის საბოლოო ხმობამდე. ამასთანავე, სხვლა-ფორმირების დასრულების შემდეგ ჭადრის ტოტები გაიკვრება სპეციალური სტატიკური ბაწრებით, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდა. ხე გახდება მქსიმალურად გამტარი, რადგან შემცირებული იქნება ჰაერნაკადების შემთხვევაში მისი ტოტების მოძრაობის ამპლიტუდა,“ - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით სამხარაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ უპრეცედენტო ღონისძიებებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ 27 ოქტომბერს საქართველოში ხის მომვლელის დღედ გამოაცხადებს.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი