უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 მაისი, 2018 14:25
font-size

თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში „სპარტაკი“CinéDOC-Tbilisi 2018 დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

დღეს, 19:30 საათზე, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში „სპარტაკი“ (რუსთაველის 19) გაიმართება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi 2018 დახურვის საზეიმო ცერემონიალი.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი მე-6 გამოშვების დევიზით „ჩაუღრმავდი რეალობას“ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან და საქართველოდან, უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და გმირებით.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდებიან საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმები. Civil Pitch-ის ფარგლებში ასევე დასახელდებიან საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული დოკუმენტურ ვიდეოპროექტების გამარჯვებული ავტორები. ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო მთავარი პრიზითა და განვითარების პრიზით ორ გამარჯვებულ კონკურსანტს დააჯილდოვებს.

CivilPitch - ინიციატივა წელს უკვე მესამედ ჩატარდა. ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალებას აძლევს იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები/პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე.
წელს, ფესტივალმა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლა როგორებიც არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი, Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“, ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა...

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის კოპროდუქცია, ფრანგული, რუმინული და გერმანული კინოინდუსტრია და კულტურა. ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სპეციალური ჩვენებები, Focus Caucasus, CivilDOC, Erotic DOX და CinéDOC Young.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. CinéDOC-Tbilisi-სა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის (AMI) თანამშრომლობის ფარგლებში, ფესტივალს ვირტუალური რეალობის სპეციალისტები ეწვივნენ პოლონეთიდან და მაყურებელს მისცეს უნიკალური შესაძლებლობა ენახათ ვირტუალური რეალობის (VR) დოკუმენტური ფილმები.

CinéDOC-Tbilisi წელს შემდეგ კინოთეატრებსა და სივრცეებში გაიმართა: კინოთეატრი „ამირანი“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი, კინოს სახლი, Backstage76 და გოეთეს ინსტიტუტი.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი