მოზაიკა
თბილისში წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
25-28 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალი 25 მაისს, 13:00 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით. წელს ფესტივალის ფარგლებში 100-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


