უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 სექტემბერი, 2018 11:10
font-size

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.

მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს საყვარელ მაესტროს, საქართველოს სახალხო არტისტს თამაზ ლაფერაშვილის ხსოვნას მიუძღვნის. საფორტეპიანო პარტიას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კონცერტმეისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია შეასრულებს, რომელთანაც ქართველ ბანს მრავალი საოპერო პარტია აქვს მომზადებული.

მიხეილ კოლელიშვილი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ქართველმა ბანმა 2001 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდშივე გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი, სადაც შეასრულა ბანის ყველა წამყვანი პარტია. მიხეილ კოლელიშვილი 2002 წლიდან მარიას თეატრის ახალგაზრდა მომღერლების აკადემიის სოლისტი გახდა, 2009 წლიდან კი მარიას თეატრის საოპერო დასის წამყვანი სოლისტია. ქართელი ბანი წარმატებით გამოდის ევროპისა და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი საოპერო თეატრის სცენებზე. 21 სექტემბერს საყვარელი მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილ სოლო კონცერტში იგი ქართველი, დასავლეთევროპელი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს იმღერებს.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი