უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 მაისი, 2018 12:45
font-size

თბილისში ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი გაიმართება

6 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება მსოფლიოში სახელგანთქმული ჩეხი პიანისტის ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი. პროექტი ხორციელდება „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ლუკაშ ვონდრაჩეკი ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის პიანისტთა კონკურსის 2016 წლის გრან-პრის მფლობელია. მას ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად მიიჩნევენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი მართავს კონცერტებს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოსედა, მარინ ოლსოპი, კრისტოფ ეშენბახი, პიეტრი ინკინენი, ვასილი პეტრენკო, იაკუბ ჰრუშა, ანუ ტალი, ქსიან ჟანგი, კშიშტოფ ურბანსკი, სტაფან დენევი და ალექსანდრე ლაზარევი.

ლუკაშ ვონდრაჩეკის საკონცერტო გრაფიკი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტს და ქალაქს მოიცავს. ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლის, ლონდონის უიგმორ ჰოლის, ამსტერდამის კონსერტხებაუს, ვენის კონცერტჰაუზის, ციურიხის ტონჰალეს მსმენელი ფეხზე ამდგარი უკრავდა მას ტაშს. საქართველოში ლუკაშ ვონდრაჩეკმა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე დაუკრა, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში, ახლა კი თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგება.

6 მაისს თბილისში ლუკაშ ვონდრაჩეკი შეასრულებს შემდეგ ნაწარმოებებს: იოჰანეს ბრამსი - სონატა №3 ფა მინორი, თხზ. 5; ბედრჟიხ სმეტანა - ოთხი ჩეხური ცეკვა; რობერტ შუმანი - კარნავალი, თხზ. 9.

ბილეთები იყიდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინ https://bit.ly/2H9Ouxb

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი