მოზაიკა
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება
19 და 20 მაისს, მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში - "თბილისის ცის ქვეშ" პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება. კულტურული ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იგეგმება. 19 მაისს, 21:00 საათზე, გლდანის მე-6-ე მიკრორაიონში, მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგება, ხოლო კვირას, 20 მაისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს სოლო კონცერტს.
"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.
პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


