მოზაიკა
„თბილისის ცის ქვეშ“ - ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება
თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 22 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება, რომელიც რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებს - „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ შეასრულებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 140-წლიანი ისტორიის მქონე „სვეელინკ ორკესტრი“, რომელიც 100-მდე სტუდენტს აერთიანებს, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა.
„ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.
რიხარდ ვაგნერის ზემოაღნიშნული ნაწარმოები საქართველოში პირველად შესრულდება. ამასთანავე, ნიდერლანდების ორკესტრი მსმენელისთვის რამდენიმე ქართულ ნაწარმოებსაც შეასრულებს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


