მოზაიკა
თბილისის საბალეტო ფესტივალი ა. კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნა
თბილისის საბალეტო ფესტივალი 21, 23 და 25 ივნისს ა. კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენაა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე დასია, რომელსაც ქორეოგრაფი პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს. ჰოლანდიური დასი ჰააგაშია დაფუძნებული, მაგრამ, ყოველწლიურად 115. 000 ათასი მაყურებლის წინაშე გამოდის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. დაარსებიდან (1959 წ.) დღემდე, ამ მეამბოხე დასმა, რომელიც მუდამ სიახლეებისკენ ისწრაფვის, მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომელიც 600-ზე მეტი ბალეტისგან შედგება, რომელთა ავტორები არიან გენიალური ირჟი კილიანი, ჰანს ვან მანენი; ასევე დასის ქორეოგრაფები: სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი; დასთან თანამშრომლობენ კრისტალ პაიტი და მარკო გუკე, იოჰან ინგერი, მედჰი ვალერსკი, ალექსანდერ ეკმანი, გაბრიელა კარისო, ფრენკ შარტიე, ჰოფეშ შეხტერი, ედვარდ კლუგი, შერონ აიალი & გაი ბეჰარი.
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ საღამოს გამართავს - 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს. წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand ), ედვარდ კლუგის (Mutual Comfort ), ჰანს ვან მანენის (Solo), ალექსანდერ ეკმანის (Cacti), იოჰან იონგერის ( I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები.
26 ივნისს 12 საათზე ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში, ნიდერლანდების ცეკვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით, პრეს-კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საბალეტო დასისა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა დაესწრებიან.
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


