მოზაიკა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა ანსამბლმა „სულიკომ“ ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში კონცერტი გამართა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა ანსამბლმა „სულიკომ“, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში კონცერტი გამართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა, მან ხაზი გაუსვა ქართული ანსამბლის "სულიკოს" უნიკალურ ვოკალურ და მუსიკალურ შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ კონცერტმა „გააერთიანა ორი სახელმწიფოს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავის სადღესასწაულო თარიღები.“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები ლიტვის რესპუბლიკაში "სულიკოს" კონცერტით დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


