უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

17 დეკემბერი, 2018 17:50
font-size

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერი“ დიდი პრემიერა გაიმართება

22 დეკემერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება. 76 წლის შემდეგ თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა.

ეს დადგმა 2002 წელს ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა. „ვერთერის“ ეს ვერსია დღესაც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროდუქციად არის მიჩნეული. სპექტაკლი ტრადიციულ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ზუსტად ასახავს ნაწარმოების ეპოქას.

„ვერთერის“დამდგმელი რეჟისორია ჯოზეფ ფრანკონი ლი, დამდგმელი დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და ფაბრიციო კასი, სცენოგრაფი ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, მხატვრული განათება სტეფანო გორერი.

“ვერთერის“ დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და სტაჟიორები, ისე მოწვეული უცხოელი მომღერლები.

ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერი“ პრემიერა ვენის სამეფო თეატრში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა თავის ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. „ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა პირველად 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო. 1942 წელს „ვერთერი“ თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა, მთავარ პარტიებს დავით ანდღულაძე, ვერა დავიდოვა და დავით ბადრიძე ასრულებდნენ. 76 წლის შემდეგ მასნეს „ვერთერი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. საპრემირო ჩვენებები 22, 23, 26 და 29 დეკემბერს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი