უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 იანვარი, 2020 16:05
font-size

თამბაქო კიდევ ძვირდება

თამბაქოზე ფასი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან ან თებერვლის დასაწყისიდან მოიმატებს, - ამის შესახებ bm.ge-ის British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროგნოზი რთულია, თუმცა თამბაქოზე ფასები დამოკიდებულია სამ ფაქტორზე. ესენია - აქციზი, ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი.

„ვფიქრობ, ფასების ზრდა გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე - პირველი არის ის, რომ გაზრდილი აქციზი ჯერ არ არის ასახული ფასში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ორი ფაქტორი, ინფლაცია და ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც ასევე განაპირობებს ფასების ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველა იმპორტიორთან ფასი დაფიქსირებული გვაქვს მყარ ვალუტაში - დოლარსა და ევროში. შესაბამისად, ეს სამი ფაქტორი - აქციზი, კურსი და ინფლაცია იწვევს ფასების ზრდას. კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის და რამდენით მოიმატებს ფასები, არავის შეუძლია, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება იანვრის ბოლოს ან თებერვლის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა, ეს ზრდა იქნება თანდათანობითი და წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაახლოებით, 40 თეთრის ფარგლებში იქნება მატება, თუმცა არა - ერთიანად. ეს იქნება თანდათანობით, შეიძლება პირველ ეტაპზე ეს იყოს 20 თეთრი“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

საკვანძო სიტყვები:

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

27 თებერვალი, 2026 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

13 თებერვალი, 2026 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდ

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი