უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 იანვარი, 2017 14:45
font-size

თამარ ტალიაშვილი თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღე მიულოცა და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

საკრებულოს წევრმა თეატრის მისიაზე, ასევე აღნიშნული სფეროს კიდევ უფრო განვითარების მიზნით გაწეული დახმარებებისა და სამომავლო გეგმების მნიშვნელობაზე ისაუბრა, - აცნობეს მედიანიუსს საკრებულოს პრესსამსახურიდან.

როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ქართული თეატრის დღის აღნიშვნა 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ პირველი სპექტაკლის დადგმას უკავშირდება და ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ქართული სასცენო ხელოვნება საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მსოფლიო კულტურულ რუქაზე ბრწყინვალედ წარმოჩინების მისიას ღირსეულად ასრულებს.

მისივე თქმით, ჯერ მარტო გასულ 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა 50-დე ახალი თავისუფალი თეატრალური პროექტი წაახალისა და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა.

,,ვატარებთ და ვაფინანსებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური თეატრალური სივრცეც, სპეციალური ტრენინგ ცენტრით თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ბაზაზე მიმდინარეობს. სწორედ დღეს ახმეტელის სახელობის თეატრი დაარსების 35 წლის იუბილესა და სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 130 წლისთავს აღნიშნავს. თეატრის სიდიადეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემოქმედების სინთეზი ქმნის’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და თეატრის თითოეულ მოღვაწეს კიდევ არაერთი პრემიერა და ბევრი აღტაცებული მაყურებელი უსურვა.

დღესვე, თეატრის დღესთან დაკავშირებით თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება, რომლის ფარგლებში გამოჩენილი მსახიობების - ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნება.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი