რეგიონები
სვანეთში მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა
სვანეთში, დღის ბოლოს ხორკალის მთიდან მეწყერის მცირე რაოდენობის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.
დაახლოებით ნახევარი მეტრით ადიდებულ წყლის დონეს მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, არ შეფერხებულა ჭუბერის ხეობაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკა და გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, მიმდინარეობს რკინის ხიდის კონსტრუქციის აწყობა და სოფელში შემოვლითი გზის გაყვანა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, საპანელო ხიდის აწყობის სამუშაოების ნახევარი შესრულებულია.
„ნაპირსამაგრი სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარეობს ერთდროულად ოც უბანზე. ძალიან რთული უბანია. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე რთულ უბნებზე მოწყობილია ღამის განათება და მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ტექნიკა.
დაახლოებით, 50% სამუშაოსი არის შესრულებული და ხვალ თუ არ მორჩა, ზეგ ეს ხიდი იქნება გადებული ისე, რომ მასზე ტექნიკა შეძლებს სიარულს“, -თქვა სუბარმა.
გარე სამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა გეოლოგებისგან მოსალოდნელი რისკების შეფასებას ითხოვს და მთავრობისგან კვლავ დახმარების მოლოდინშია.
თავდაცვის სამინისტრომ საპანელო ხიდის აწყობა გუშინ დილიდან დაიწყო. ეს საჭირო გახდა, რადგან მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდთან ერთად ჭუბერის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი წაიღო.
ცნობისთვის, 5 ივლისს უხვი ნალექის გამო მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


