რეგიონები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


