რეგიონები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ.N 96-ში მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმურად შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 1501.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


