მოზაიკა
სტუდენტური კონკურსის X-Box Dance 2016-ის ფინალი და ზუმბას წვეულება გაიმართება
საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას მართავს სტუდენტებისთვის და ცეკვის მოყვარულთათვის.
ყოველკვირეული სტუდენტური კონკურსი X-Box Dance 2016, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა La Belle Sport-ში, ყიფშიძის #2-ში. 28 დეკემბერს, 19.00 საათზე, Club 22-ში (მეტეხის ქ. 22; ტელ: 032 2 50 00 18) კი ფინალური ტურია დაგეგმილი.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სტუდენტური პროექტით La Belle Medical აქტიურ პროპაგანდას უწევს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. La Belle Sport-ში წარმოდგენილი სპორტის სახეობები ზუმბა, პილატესი, კრავ მაგა, აერობიკა, ტრენაჟორები როგორც სხეულის, ისე სულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა.
180 ქვეყანას შორის, კომპანია La Belle Sport-მა პირველმა შემოიტანა საქართველოში ზუმბა ფიტნესი. ზუმბა ეს არის რევოლუცია ფიტნეს ინდუსტრიაში, საცეკვაო ფიტნეს კლასი პირველივე ნაბიჯებით ცვლის შეხედულებას ზოგადად ვარჯიშზე.
ზუმბა ფიტნესი 1990-იან წლებში შექმნა კოლუმბიელმა ალბერტო პერეზმა. 2008 წლიდან 200000 ლოკაცია, 15 მილიონზე მეტი ადამიანია დაკავებული Zumba® კლასით მთელს მსოფლიოში. სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და დღითი დღე უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება. ეს გახლავთ უსაზღვროდ ენერგიული, მარტივ მოძრაობებზე აწყობილი, ეფექტური და სახალისო ვარჯიში, რის გამოც მას fitness party უწოდეს.
ზუმბა ფიტნესის ფორმულა გახლავთ: მუსიკა - აერობიკა - ქორეოგრაფია.
ღონისძიებაზე გათამაშდება მთავარი პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი, აგრეთვე 500, 300 და 150 ლარიანი ვაუჩერები.
დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებმა იხილეთ ღონისძიების ბმული:
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


