უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 მაისი, 2020 11:25
font-size

სრულიად ახალი BENTLEY FLYING SPUR საქართველოშია

კომპანია Bentley საქართველოში წარმოადგენს სრულიად ახალ მოდელს Flying Spur. ეს არის უახლესი მდიდრული გრან ტურერ სედანი, რომელიც, შესრულებაზე ორიენტირებული შემართებისა და ექსკლუზიური ოთხ-კარიანი ლიმუზინისათვის დამახასიათებელი კომფორტის სრულყოფილ შერწყმას გთავაზობთ.

საქართველოში ბენტლის ოფიციალური სადილერო ცენტრი, წარმოდგენილ სამოდელო ხაზს, ბენტლის კიდევ ერთი უნიკალური საავტომობილო შედევრით ამრავალფეროვნებს და საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს უნიკალურ საშუალებას, იყვნენ ერთ-ერთი პირველები რეგიონში, ვინც პირადად იხილავს ამ უახლეს, ლუქს, ოთხკარიან სედანს.

როგორც, საქართველოში არსებული ლუქს საავტომობილო ბრენდის წარმომადგენლობა, აცხადებს: «ეს არის საქართველოში, ბენტლის პირველი ახალი მოდელი Flying Spur, რომელიც თავის თავში აერთიანებს სპორტული სედანისთვის და ოთხ-კარიანი ლიმუზინისათვის დამახასიათებელ ფუნქციებს და შესაძლებლობებს. მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მდგომარეობისა, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან, ჩვენ ვცდილობთ ქართველ მდიდრული ავტომობილების მოყვარულებს არ მოვაკლოთ მსგავსი სიახლეები და ექსკლუზიურ პირობებში, ქვეყნიდან გაუსვლელად, უკვე თბილისის შოურუმში, საშუალება მივცეთ პირადად იხილონ ეს უხლესი მოდელი. ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენი მომხმარებლების და პერსონალის ჯანმრთელობას და ამიტომ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაინტერესებულ პირებს, ყველა რეკომენდირებული ნორმების დაცვით, ვთავაზობთ ინდივიდუალ სესიებს ჩვენს სადილერო ცენტრში, სადაც ისინი იხილავენ ავტომობილს, გაეცნობიან დეტალურად მის სპეციფიკაციებს და მახასიათებლებს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე».

მართვის მახასიათებლები

ახალი ბენტლი Flying Spur აღჭურვილია გაუმჯობესებული 6-ლიტრიანი ორმაგი ტურბო 12 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ავითარებს 626 ცხენის ძალას და ბრუნვად მომენტს 900 ნმ. ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეს სპიდომეტრზე აღწევს 333 კმ/სთ-ს, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია 3,8 წამში.

თავისი მკვეთრი და განუმეორებელი წარმოდგენით გზებზე, ის ნამდვილად წარმოაჩენს ბენტლის, ამასთან მდიდრული სალონი, რომელიც გთავაზობთ შეუდარებელი დონის კომფორტს და დახვეწილობას, ახალი Flying Spur უნიკალურად იქნა შემუშავებული, იმისათვის რომ დააკმაყოფილოს როგორც მძღოლის ასევე მგზავრის მოთხოვნილებები, ისე როგორც ეს სხვა არც ერთ ავტომობილს შეუძლია. სრულიად ახალი ოთხ-კარიანი სედანი ჰარმონიულად აერთიანებს თავის თავში, საუკეთესო ბრიტანული ოსტატობით, მოწინავე ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

მესამე თაობის Flying Spur არის ბენტლის თანამედროვე ოსტატობის ნიმუში, ამავდროულად ქრუდან (ქალაქი ინგლისში) მოაქვს კომპანიის გენეტიკას. სრულიად ახალ პლათფორმაზე შექმნილი, მის სპორტულ პოზიციას აქვს უპირატესობა იმით რომ წინა ღერძული ნაწილი დაგრძელებულია, ავტომობილის ბაზის გასაფართოებლად.

ელეგანტური ათლეტური პროპორციები, განსაკუთრებით უკანა ნაწილში, გამოკვეთილია ბრენდის ბოლო თაობის დიოდური მატრიცული ფარებით, ბროლის ეფექტით და «B» -ს ფორმის მოხაზულობით. ახალი თანამედროვე დისკები 21 და 22 დუიმით კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს Flying Spur-ის ინდივიდუალურობას და ოსტატობას.

პირველად, თანამედროვე Flying Spur-ში გამოიყენება მოძრავი ემბლემა «მფრინავი B» რომელიც ამაყად არის გამოსახული ახალი მოდელის ქიმზე. ელექტრონულად მართული, ის ამოიწევა ბენტლის დახვეწილი თანამედროვე ლოგოდან.

ინტერიერი და ტექნოლოგიები

დახვეწილი სალონის შიგნით დიზაინერული ხაზები გადმოდის ახალი სამართავი პანელიდან ფრთის ფორმაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წინა და უკანა სამგზავრო ზონებს და ქმნის სრულიად ინტეგრირებულ სტილს. ეს უდავოდ ბენტლის ინტერიერია, გამოყენებული ბუნებრივი და ავთენტური მასალებით, მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად.

ბენტლის ბრუნვადი უნიკალური დისპლეი - დახვეწილად შექმნილი სამართავი დაფის მთავარი მახასიათებელია. HD ინსტრუმეტთა დაფას არჩევანში აქვს 12.3 ინჩიანი ციფრული ეკრანი, დახვეწილი ანალოგიური ციფერბლატი ან ხის (digital-detox) შპონით მოპირკეთებული პანელი.

უკანა სამგზავრო ნაწილის მთავარი გამოცდილებაა გადაადგილებადი, რეგულირებადი სენსორული ეკრანი. ამ ხელოვნების ნიმუშს შეუძლია შეასრულოს ყველა მთავარი ფუნქცია, მათ შორის შუშების დაბურვა, იზოლირება, კლიმატ-კონტროლი და უკანა სავარძლების მასაჟი. მას ასევე შეუძლია მართოს, Flying Spur - ის განათების, მრავალ-კონფიგურაციული სისტემა.

განუმეორებელი კომფორტი და დახვეწილობა დიდი სივრცის სალონში კიდევ უფრო ძლიერდება ერთმაგი და ორმაგი შპონის ხის არჩევანით. წინაც და უკანაც ბენტლიმ წარმოადგინა სრულიად ახალი დიზაინის რელიეფური ტყავის სავარძლები, რომელსაც აქვს მულინერის მართვის სპეციფიკაციისთვის (Mulliner Driving Specification) დამახასიათებელი ბრილიანტისებური მოქარგული ზედაპირი. სამ განზომილებიანი ბრილიანტის ფორმისებური მოქარგულობის კარის ტყავის ჩანართები არის მსოფლიოში პირველი.

არჩევადი ფუნქციის პანორამული ჭერი გადაჭიმულია ავტომობილის მთლიად ზედა ნაწილზე და ღია მდგომარეობაში სალონს ავსებს სინათლით და მგზავრს კიდევ უფრო მეტად აახლოვებს გრან ტურინგის გამოცდილებასთან. ასევე ხელმისაწვდომია, სამი უმაღლესი აუდიო სისტემა მათ შორის 16 სპიკერიანი Bang & Olufsen სისტემა და უნიკალური 2,200 ვოლტიანი Naim სისტემა.

სრულიად ახალი Flying Spur, ყველაზე თაბამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არის ლუქს კატეგორიის ავტომობილების სეგმენტის ლიდერი. მძღოლის დამხმარე სისტემები (DAS) მოიცავს ღამის ხედვის ინფრა წითელ კამერას, მოძრაობის ასისტენტს (Traffic Assist), Blind Spot გამაფრთხილებელს და Head-Up მაჩვენებელს. Advanced Connectivity ფუნქციები მოიცავს ინტეგრირებულ Wi-Fi კავშირს, რომელიც ეხმარება მძღოლს რეალურ დროში ფუნქციების და სერვისების გამოყენებაში.

სრულიად ახალი და მოწინავე ალუმინის და კომპოზიციური შასის წყალობით, ახალი Flying Spur არის ტექნოლოგიურად მდგრადი. ელექტრონული სრული მომართვა პირველად იქნა ბენტლიში გამოყენებული, რომელიც აერთიანებს Active All-Wheel Drive- სა და Bentley Dynamic Ride- ს - მსოფლიოში პირველი 48V მდგრადობის ელექტრონული სისტემა - ფენომენალური მართვისა და მგზავრობის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ახალი სამ დონიანი პნევმატური ზამბარები, რომელიც გვაწვდის ბევრად დიდ დიაპაზონს დაკიდების რეგულირებისთვის, ლიმუზინისათვის დამახასიათებელი კომფორტული მგზავრობისა და სპორტული ძარის კონტროლს შორის. ეს Flying Spur-ს საშუალებას აძლევს ჰქონდეს ლუქს სეგმენტში ჯერ არ ნახული ,ყველაზე დიდი შესაძლებლობები.

სწორედ ამ უნიკალურად გამორჩეული, ბენტლის ახალი Flying Spur ხილვა შეუძლია ქართველ ლუქს ავტომოყვარულებს, თბილისში, ბენტლის სადილერო ცენტრში.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში ყველაზე სასურველი ლუქს საავტომობილო ბრენდი მსოფლიოში. კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ ქრუში (ინგლისში) არის , მისი ყველა საოპერაციო საქმიანობის სახლი, მათ შორის დიზაინი, სამეცნიერო კვლევები და შემუშავება, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის წარმოება: Continental, Flying Spur, Mulsanne და Bentayga.

დახვეწილი ხელნაკეთობის გამოყენებულ უნარებთან კომბინაცია, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა, საინჟინრო გამოცდილებასთან და მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად, არის უნიკალური, ისეთი ბრიტანული ლუქს საავტომობილო ბრენდისთვის, როგორიცაა Bentley. ის, ასევე არის, საუკეთესო ფორმით ბრიტანული წარმოების მაგალითი. ქალაქ ქრუში (Crewe ინგლისი) ბენტლის დასაქმებული ყავს დაახლოებით 4,000 ადამიანი.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი