მოზაიკა
სპროტულმა სამყარომ ოთხი წლით არჩევანი გააკეთა
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ლერი ხაბელოვი უხელძღვანელებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა 135 დელეგატმა მიიღო. ხაბელოვის სასმარგებლოდ ხმა 76-მა დელეგატმა მისცა, ხოლო ლერი ხაბელოვის კონკურენტმა ირაკლი მეძმარიშვილმა 37 ხმა დააგროვა.
როგორც ხმების დათვლის შემდეგ, ოლიმპიური კომიტეტის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმ საქმეს რასაც აქამდე აკეთებდა, უკეთესად გააკეთებს.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ეს ხმები არის სპორტისთვის მიმართული. რასაც ვაკეთებდით, ამას კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ. შეიძლება ითქვას, ეს არის მანდატი სპორტში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი საქმე გავაკეთოთ, რათა გადაწყდეს ნებისმიერ დონეზე პრობლემები“,-აღნიშნა ხაბელოვმა.
ირაკლი მეძმარიშვილმა კი აღნიშნა, რომ სპროტულმა სამყარომ ოთხი წლით არჩევანი გააკეთა. მისი თქმით, თუ ამ არჩევანით კმაყოფილები არიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
„სპორტულმა სამყარომ აირჩია თავისი ხელმძღვანელი ოთხი წლით. ოთხი წლის მერე ვნახოთ რა იქნება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საპრეტენზიო არაფერია. თუ კმაყოფილები არიან, უნდა იყვნენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ“,-აღნიშნა მეძმარიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


