რეგიონები
სპეციალისტები ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორებას გამორიცხავენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭუბერში არსებული ვითარება შეისწავლეს.
სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, პირველადი დასკვნით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის გამეორება გამორიცხულია.
“ვითარება შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილზე სიტუაცია 4 ივლისს გართულდა. მდინარე ნენსკრას ხეობაში და 40-ზე მეტ შენაკადში, ადგილი ჰქონდა გეოლოგიურ და ჰიდროლოგიური პროცესების თანხვედრას. მყინვარის ნაწილობრივი დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექები. ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს, ღვარცოფულ პროცესებს, ეს იყო კომპლექსური.
ამ ეტაპზე სტიქიის პიკი გავლილია, გარკვეული გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რაც იყო. ვიყავით ხეობაში, ვნახეთ ადგილები და მივედით დასკვნამდე რომ ასეთი მასშტაბის სტიქია აღარ განმეორდება. ახლა მიმდინარეობს ტექნიკის ადგილზე შემოსვლა, რთულ უბნებზე პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება”, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


