უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 მაისი, 2017 17:20
font-size

სოზარ სუბარმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქალაქ ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს კარიბჭიდან - ფოთიდან. ფოთი არის საქართველოს გასასვლელი ევროპაში, სივრცეში რომლისკენაც ვისწრაფვით და რომლის ნაწილიც ვიყავით ყოველთვის. 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, საქართველოს ბევრჯერ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, ბევრი სისხლი დაღვრილა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა განმტკიცდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმში გამართული გამოფენის - "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლების“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სოზარ სუბარმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ფოთის ცენტრალურ პარკში დასრულდა. ფოთის ცენტრალურ პარკში მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, გამოფენები და კონცერტები.

სოზარ სუბარმა ფოთის პარკში წარმატებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი