რეგიონები
სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა სახელმწიფოსა და დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 16 პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა.
სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მცხოვრებ შამილ ხორგუანს ესტუმრა. შამილ ხორგუანმა გრანტის საშუალებით, მიწის დასამუშავებლად მოტობლოკი შეიძინა, რაც დევნილი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა.
მცირე მეწარმეების დაფინანსების პარალელურად, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამასაც“ ახორციელებს. სააგენტომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 49 დევნილს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოები უკვე შეუსყიდა.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ აფხაზეთიდან დევნილ ავთანდილ ცაავას კარ-ფანჯრის დამზადებისა და დამონტაჟებისთვის საჭირო ხელსაწყოები გადასცა. დღეს, ავთანდაილ ცაავას საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს და 6 ადამიანი ყავს დასაქმებული.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღებიც დაათვალიერა, რომელთა აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის, 10 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


