უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 ივნისი, 2018 13:20
font-size

სოციალურ საცხოვრებელში არსებული რთული ვითარების გამო ბენეფიციარები ქუთაისის მერის მოადგილეს ხვდებიან

ქუთაისში სოციალური საცხოვრებლის ბინადრები ქალაქის ვიცე-მერ იუზა უგულავას ხვდებიან. მოქალაქეებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ წინა წელს გახსნილ შენობაში ჭერი მესამეჯერ ჩამოინგრა. სოციალური საცხოვრებლის ბინადრებმა ალტერნატიულ ფართში გადაყვანა მოითხოვეს, რადგან მათი თქმით, იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

გარდა ამისა, საცხოვრებლის ბინადრებმა უნდობლობა გამოუცხადეს ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ დადებულ დასკვნას. ერთ-ერთი ბინადრის, მირანდა ნემსიწვერიძის განცხადებით, დასკვნა გაყალბებულია.

„მოვითხოვთ, გადაგვიყვანონ სხვა შენობაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან, დასკვნაში წერია, რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, შეხვედრა ხმაურით დაიწყო, საცხოვრებლის ბინადრებმა უგულავა მათ მიმართ აგრესიაში დაადანაშაულეს.

„სად ნახეთ თქვენ ჩემი აგრესია?“, - უთხრა მერის მოადგილემ საცხოვრებლის ბინადრებს.

დღეს დილიდან ბენეფიციარები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა. მერიის დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში",-წერია განცხადებაში.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

„ქუთაისი პოსტის“ ცნობით, პრობლემები ხალხის შესახლების დღიდან დაიწყო. მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია „სანოს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოეყო.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი