უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2017 12:50
font-size

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა

20-21 მაისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების, ძირითადად კი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის როლი ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შემცირებაში.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სტარტეგიის პრიორიტეტები გააცნო და სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი ბიომრავალფეროვნების და უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ გამოწვევებზეც (ფრაგმენტული მიწა, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების განვითარება და სხვა) ისაუბრა, რომლის დაძლევის გზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა არსებული რესურსი, რათა დარგი ეფექტიანად განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის კონტრიბუტორი გახდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც დარგის განვითარების ახალი მიდგომები, სტიქიის დროს ზარალის ანაზღაურების საკითხები, მიწის გასხვისების რეგულაციები, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, DCFTA და ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების აუცილებლობა, სუბსიდირება და მეღვინეობის განვითარების საკითხები, ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგული ღონისძიებები (ჩინეთიი, იაპონია, კორეა, პოლონეთი, აშშ, ინგლისი) და კოოპერაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა, ლევამ მაღრაძემ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო აგროდაზღვევის პირობები, ტექნიკური დეტალები და პროექტის სამომავლო განვითარების სტრატეგია.

ორდღიანი შეხევედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან და პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად G4G აგროდაზღვევის თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვას კერძო სექტორთან გეგმავს.

„მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. G4G მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მედია საშუალებებთან ეკონომიკური რეფორმების პოპულარიზაციის მიზნით.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი