რეგიონები
სოფელ სნოს მოსახლეობა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგელებთან შეხვედრას ითხოვს
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს მოსახლეობა მოითხოვს მათ ადგილზე შეხვდნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რათა მიიღონ ინფორმაცია, თუ რატომ არ სრულდება მათთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე უნდა აშენებულიყო.
თავად ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს ტექნიკურად შესაძლებელია და დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დაპირებისა, 8 იანვარს მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების გარეშე სამშენებლო ტექნიკამ სოფელ სნოში ეროზირებულ ტერიტორიაზე დაიწყო მუშაობა. პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში უნდა გაიაროს და მოსახლეობის ეზოები გადაკვეთოს, რაც როგორც ადგილობრივები აცახდებენ, იქ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის.
მოსახლეობა მოითხოვს, რომ დღეს მათ შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და მოხდეს გადამცემი ხაზის იქვე არსებულ ქედზე აწევის (2 ანძა) განხილვა, რაც მოსახლეობას პრობლემებს მოუხსნის.
მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა აქციებს გეგმავს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


