რეგიონები
სოფელ ქვიტირის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა.
ისინი მიწის გასხვისებას აპროტესტებენ, რომელზეც ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლებთან და სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზა გადის.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწა თურქეთის მოქალაქემ იყიდა, რომელიც კედლის აღმართვას აპირებს.
„ეკონომიკის სამინისტრომ მიწა გაასხვისა. მის მყიდველ თურქეთის მოქალაქეს თავისი ბიზნესი აქვს და აქ ექვსმეტრიანი კედელი უნდა აღიმართოს. გზა ჩუმად გაასხვისეს, ხალხმა არაფერი იცოდა. სახლებთან ვერ მივალთ. გვეუბნებიან, ჭიშკრები აიღეთო და გალავანს გვიშენებენ“, – განაცხადა აქციის მონაწილე კარლო ნიქაბაძემ.
აქციის მონაწილეები სასამართლოში სარჩელის შეტანას და საერთო სარგებლობის გზის სასამართლო დავის შედეგად დაბრუნებას გეგმავენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


